воскресенье, 4 октября 2009 г.

ქართული სულის უკვდავსაყოფად

აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა

პროექტი ეძღვნება საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას ნათელ ხსოვნას.

ასევე თავისუფალი და ერთიანი საქართველოსთვის დაღუპული ყოველი ადამიანის ხსოვნას.

ზვიად გამსახურდიას მიმართვა მოსწავლე ახალგაზრდობისადმი

"ახალგაზრდობა ჩვენი ეროვნული მოძრაობის უმთავრესი დასაყრდენი და მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ჩვენი ერი ვერასოდეს გახდება დამოუკიდებელი თუ ის ზნეობრივად არ ამაღლდა,რელიგიურად არ ამაღლდა, სარწმუნოებრივად არ ამაღლდა."

"ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,

ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი

და მიგვიძღვოდეს ეკლიან გზაზე

წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი"

ზვიად გამსახურდია

არაფერი ქვეყანაზედ არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.”

ილია ჭავჭავაძე


"კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ და კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარი ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელი კაცობრიობის განვითარებისა."

ვაჟა-ფშაველა

Комментариев нет:

Отправить комментарий