воскресенье, 4 октября 2009 г.

ქართული სულის უკვდავსაყოფად

აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა

პროექტი ეძღვნება საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას ნათელ ხსოვნას.

ასევე თავისუფალი და ერთიანი საქართველოსთვის დაღუპული ყოველი ადამიანის ხსოვნას.

ზვიად გამსახურდიას მიმართვა მოსწავლე ახალგაზრდობისადმი

"ახალგაზრდობა ჩვენი ეროვნული მოძრაობის უმთავრესი დასაყრდენი და მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ჩვენი ერი ვერასოდეს გახდება დამოუკიდებელი თუ ის ზნეობრივად არ ამაღლდა,რელიგიურად არ ამაღლდა, სარწმუნოებრივად არ ამაღლდა."

"ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,

ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი

და მიგვიძღვოდეს ეკლიან გზაზე

წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი"

ზვიად გამსახურდია

არაფერი ქვეყანაზედ არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.”

ილია ჭავჭავაძე


"კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ და კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარი ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელი კაცობრიობის განვითარებისა."

ვაჟა-ფშაველა

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია ეროვნული თვითმყოფადობისა და იდეოლოგიის შემეცნება, ეროვნული, ზნეობრივი და პატრიოტული ღირებულებების ამაღლება და პოპულარიზაცია


სწავლების საფეხური

საბაზო, საშუალო

მოსწავლეთა რაოდენობა

პარალელურ კლასებში შემავალი ყველა მოსწავლე

აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები

* ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია მოსწავლეებში;
* მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის თანამშრომლობა;
* კლასებს შორის თანამშრომლობა;
* საკუთარი აზრის გამოთქმა;
* კრიტიკული აზროვნება;
* ინფორმაციის დახარისხება;
* ცოდნის გამდიდრება;
* შემოქმედებითი აზროვნება;
* წარმოსახვითი აზროვნება;
* ცოდნის გამოყენება;
* პრობლემის ანალიზი;
* მიზნების ჩამოყალიბება;
* მიზნის შესაბამისი ამოცანების დასახვა;
* ამოცანების გადაჭრა;

* ორგანიზატორული უნარების გამომუშავება;

ამონარიდი ეროვნული სასწავლო გეგმიდან:

"ხელშეწყობა სკოლის საერთო კულტურის ჩამოყალიბებისთვის:

იმისთვის, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს შანსი, გაიცნოს ყველა თანატოლი, სასურველია წლის ბოლოს პარალელური კლასების მოსწავლეების ერთმანეთში შერევა. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ არ ჩამოყალიბდეს მოსწავლეთა პატარ–პატარა ჯგუფები, რომლებიც ერთად ყოფნის შემთხვევაში ხშირად აფერხებენ გაკვეთილის მსვლელობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სისტემაში მოსწავლე მასწავლებელს იცვლის. ეს კი მისი სხვადასხვა სტილის სწავლებასთან ზიარებას უწყობს ხელს. ეს წესი არ არის სავალდებულო, მაგრამ რეკომენდებულია, განსაკუთრებით კი საბაზო და საშუალო საფეხურებზე.

იმისთვის, რომ მოსწავლეს ჰქონდეს საშუალება უკეთ გაიცნონ საკუთარი თანატოლები, რომლებიც სხვა ჯგუფებში სწავლობენ სასურველია, რომ სკოლამ ხელი შეუწყოს სპორტულ, სახელოვნებო ან საკლუბო აქტივობებს, სადაც სხვადასხვა განაყოფის მოსწავლეები იქნებიან გაერთიანებული."

პროექტის თანმიმდევრობა:

პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების შექმნას, რომელთა კოორდინატორები იქნებიან თითო მასწავლებელი და მოსწავლე; პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს. მოსწავლეს შეუძლია გაწევრიანდეს რამოდენიმე ჯგუფში. სამიზნე ჯგუფები ერთად გადაწყვეტენ ექსკურსიის მარშუტს.(საქართველოს მუზეუმები)

http://www.georgianmuseums.ge/

იმ შემთხვევაში, თუ სკოლა მცირერიცხოვანია და პარალელური კლასი არ არის, მოიძიონ პარტნიორი სკოლა თანამშრომლობისთვის.

პროექტის ხანგრძლივობა:

პროექტის ვადა განისაზღვროს სამი კვირით:

I.კვირა:

როექტის განხორციელებისთვის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება სკოლის ხელმძღვანელობისა და მასწავლებელთა მხრიდან

ასევე ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა და განხორციელება თემაზე :

"ქართული მენტალიტეტი - კულტურული მემკვიდრეობა"

ინტეგრირებული საგნები: ქართული, ისტორია, ხელოვნება, გეოგრაფია, მუსიკა, ფიზ–კულტურა
მოსწავლეთა სამოტივაციოდ გაკვეთილი უნდა შეიცავდეს რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას, გამოყენებულ იქნას თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

სარეკომენდაციო ვებ-გვერდები:


http://ru.youtube.com/watch?v=fCBKxe5NXzw&feature=related

http://www.mtavari.ge/

http://www.sportandyouth.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=3


გაკვეთილს შეიძლება დაეთმოს ერთი, ორი , სამი ან მეტი აკადემიური საათი გეგმის შესაბამისად. მოსწავლეები უნდა ჩაერთონ აქტიურ დისკუსიაში და თითოეულმა დააფიქსიროს საკუთარი აზრი და შეხედულება.(გაკვეთილის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალები).

გაკვეთილის დასრულების შემდეგ მასწავლებლები მოსწავლეებს გააცნობენ სამიზნე ჯგუფებს, მათ დანიშნულებებს და კოორდინატორებს. ჯგუფები ჩამოყალიბდებიან მიზნებში და შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმებს.

II. კვირა:

სკოლის დირექცია უზრუნველყოფს მოსწავლეებს საჭირო აპარატურითა და ტექნიკით. ჯგუფები იწყებენ შემუშავებული გეგმების ამოქმედებას.

III. კვირა:

(დასკვნითი) დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება–ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

სამიზნე ჯგუფები:

* მედია ჯგუფი;

ჯგუფის ფუნქციები და მიზნები: შეარჩიონ საჭირო ტექნიკა და აპარატურა, რესპოდენტები, რომელთა აზრიც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის, ჩაწერონ ინტერვიუ მათთან, ასევე მათ თანატოლებთან და ნებისმიერი ასაკის ადამიანებთან. შეგროვილ ჩანაწერებში უნდა აისახებოდეს რესპოდენტთა აზრი და დამოკიდებულება, რას ფიქრობენ:

  • ვინ უნდა აღზარდოს სკოლამ - "კოსმოპოლიტი" ანუ ''მსოფლიო მოქალაქე'' თუ პატრიოტი?
  • ზოგადად რა არის მენტალიტეტი და ქართული მენტალიტეტი?
  • რატომ ვერ არგებს ზოგიერთი ადამიანი ქართულ მენტალიტეტს თანამედროვეობას?
  • რა იციან ქართული საბრძოლო ხელოვნების შესახებ და რა სმენიათ?
  • მაშინ როცა აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებას ამდენი მიმდევარი ჰყავს, აქვთ თუ არა სურვილი დაეუფლონ ქართულ საბრძოლო ხელოვნებას?
  • რას გააკეთებენ ქართული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციისთვის, რომლის მსოფლმხედველობრივი დოქტრინაა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა?

კითხვების რაოდენობა არ არის შეზღუდული, შეიძლება გავრცობაც, ცხადია თემასთან დაკავშირებით.

ჯგუფის წევრები განსაზღვრულ ვადებში დაახარისხებენ ვიდეო, აუდიო, ფოტო თუ ტექსტურ მასალებს გამოსაქვეყნებლად. ასევე ჯგუფს ევალება დაგეგმილი ექსკურსიის, სპორტული ღონისძიების და თეატრალური წარმოდგენის გაშუქება, ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების შექმნა.

* შემოქმედთა ჯგუფი;

ჯგუფის ფუნქციები და მიზნები: მოსწავლეები, რომლებიც ფლობენ ქართულ ხალხურ ცეკვებს, სიმღერებს, სასცენო ხელოვნებებს, ასევე ისინი, რომლებიც ხატავენ, წერენ და შემოქმედებითად აზროვნებენ, რომელთაც უყვართ ქართული ლიტერატურა, ხალხური ზეპირსიტყვიერება და შემოქმედება – ჩამოყალიბდებიან და შეადგენენ სამუშაო გეგმას; შეიქმნება სცენარისტთა ჯგუფი, რომელის მიზანია თითოეული ჯგუფის წევრის შესაძლებლობიდან გამომდინარე დაწეროს სცენარი, შეირჩეს მოსწავლე(მოსწავლეები), მასწავლებელი (მასწავლებლები), რომლებიც უხელმძღვანელებენ თეატრალურ ჯგუფს და მოამზადებენ ღონისძიებისთვის. განსაზღვრონ და შექმნან ღონისძიებისთვის საჭირო აქსესუარები (დეკორაციები, კოსტიუმები...) და ატრიბუტიკა. საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართონ ბიზნეს ჯგუფს.

* სპორტული ჯგუფი;

ჯგუფის ფუნქციები და მიზნები: ჯგუფში შევლენ მოსწავლეები, რომელთაც სურვილი აქვთ სპორტულ ასპარეზობებში მონაწილეობის მიღების. ჯგუფის კოორდინატორთან შეთანხმებით შეარჩევენ ქართული სპორტის სახეობებს მომავალი ასპარეზობისთვის, ასევე მათ შეუძლიათ შეჯიბრში ჩართონ ისინი(მეგობრები, ახლობლები), რომელთაც მონაწილეობის სურვილი ექნებათ, დაუკავშირდებიან და მოიწვევენ სპორტის ამ სახეობის(ების) წარმომადგენლებს და მათგან მიიღებენ საჭირო რჩევებს, რეკომენდაციებს .

* ბიზნეს ჯგუფი;

ჯგუფის ფუნქციები და მიზნები: ჯგუფის ამოცანაა პროექტის ბიზნეს მენეჯმენტი, ფინანსური მენჯმენტი; ადამიანთა რესურსების მართვა;

ჯგუფმა სხვა ჯგუფებთან შეთანხმებით უნდა განსაზღვროს რა ღონისძიებებია დაგეგმილი პროექტის ფარგლებში; ექსკურსია–კონკრეტული მარშუტი, ექსკურსიასთან დაკავშირებული დეტალების განხილვა და ექსკურსიის ორგანიზება. აწარმოონ ფინანსური აღრიცხვები, მოიძიონ სპონსორები ფინანსური მხარდაჭერისთვის,როგორც ექსკურსიის, სპორტული ასპარეზობის ასევე თეატრალური წარმოდგენისთვის და დაპატიჟონ დაგეგმილ ღონისძიებებზე. საჭიროების და შესაძლებლობის შემთხვევაში ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოს სკოლამ, თუ ეს შესაძლებლობა სკოლას არ გააჩნია, მაშინ მოსწავლეებმა თავად იზრუნონ.

* ICT ჯგუფი:

ჯგუფის ფუნქციები და მიზნები: ჯგუფმა უნდა აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი,

https://www.blogger.com/start

სადაც ასახული იქნება პროექტის მიმდინარეობა, იზრუნონ ჟურნალის დიზაინზე და ხარისხზე .